ენმ შიდა არჩევნებისთვის ემზადება | ვინ შეუერთდება ნიკა მელიას ოპონენტებს და თავმჯდომარეობის კანდიდატებს

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილი პირველად აფიქსირებს პოზიციას "ნაციონალურ მოძრაობაში" განვითარებულ მოვლენებზე. "ახლა ხელისუფლების ცვლილების დროა და არა ნაციონალური მოძრაობის" - ამბობს მესამე პრეზიდენტი და თითქოს სრულიად ნათელს ხდის საკუთარ პოზიციას.

მაგრამ ნიკა მელიას ოპონენტები ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ. კრიტიკა მოქმედი თავმჯდომარის მისამართით ძალიან მძიმეა და პროცესი, რომლის მიზანი, არჩევნების ფორმატის და თარიღის განსაზღვრა და საბოლოოდ ახალი თავმჯდომარის არჩევაა, შეუფერხებლად გრძელდება.

ცნობილია სავარაუდო კანდიდატების სიაც, მაგრამ ფაქტია, რომ ეს სია არ არის საბოლოო და უახლოეს მომავალში საკუთარი კანდიდატი ცვლილებებისთვის მებრძოლმა ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ჯგუფმაც უნდა დაასახელოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი