
ბელარუსი მობილიზებულებისთვის 50 000 ფორმის დაბეჭდვას გეგმავს, - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ტენდერი უკვე გამოცხადებულია და შეკვეთა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
"ხელმისაწვდომი ინფორმაციით, ბელარუსის ბრესტის ოლქის სამხედრო კომისარიატმა გამოაცხადა ტენდერი მობილიზებულთა ფორმების 50 000 დასაბეჭდად. შეკვეთის შევსების ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე“, - წერია ანგარიშში.
ამავდროულად, გენერალურმა შტაბმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვითარება ვოლინისა და პოლესეს მიმართულებით ისევ უცვლელი რჩება.