გვინდა უსაფრთხო სახლში ცხოვრება - სოფელ ითხვისის მოსახლეობა ჭიათურის მერიასთან აქციას მართავს

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში სოფელ ითხვისის მოსახლეობა ჭიათურის მერიასთან აქციას მართავს. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას და მათ პრობლემებზე რეაგირებას ითხოვენ.

ათეულობით ოჯახი ამბობს, რომ მათი სახლების ქვეშ მანგანეზის მოპოვება მიმდინარეობს, რის გამოც შენობების უმეტესობა საცხოვრებლად უვარგისია, მიწები კი დამეწყრილი.

"ჩემი სახლი არის დაბზარული, დახსნილი, სახლის უკან მიწა არის სულ მოხნილი და დიდი კლდე არის გამოჩენილი. ამ სახლში ვცხოვრობთ 10 ადამიანი, ახლა მოდიან და გვეუბნებიან დაცალეთ სახლი, რის ნიადგაზე, რატომ უნდა დავცალოთ, ჰაერზე გვეუბნებიან დაცალეთ, წადით, ვერსად ვერ წავალთ, სოფლეში სახლში დაცლა არ არის ადვილი", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

მისი თქმით, კომპენსაცია რასაც უხდიან მათთვის საკმარისი არაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი