რუსეთი ამჟამინდელი ფორმით არსებობას ვერ გააგრძელებს - პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთი ამჟამინდელი ფორმით არსებობას ვერ გააგრძელებს და მნიშვნელოვანია, რომ იგი უკრაინასთან ომში დამარცხდეს.

როგორც პოდოლიაკის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, აუცილებელია რუსეთის პოლიტიკური გარდაქმნაც.

"ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს სიმართლის. რუსეთ ვერ გააგრძელებს არსებობას ამჟამინდელი ფორმით. რუსეთი უნდა დამარცხდეს, დაისაჯოს საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფისთვის და განიცადოს პოლიტიკური ტრანსფორმაცია. რაც უფრო მალე მიხვდება ამას ყველა, მით უფრო ნაკლები მსხვერპლი გვეყოლება..." - წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი