გლობალიზაციას მალე შეცვლის ეროვნულ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული, თვითმყოფადი სახელმწიფოების ახალი იდეოლოგიური მიმართულება - ხუნდაძე

გამოქვეყნდა:

"ისტერიული კამპანიით ტრადიციული იდეოლოგიის საზოგადოებას ძალით თავს მოახვიო ის, რაც მისთვის მიუღებელია, ესეც ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა. მსოფლიო პოლიტიკა ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავიდა და დღეს, ულტრალიბერალიზმმა კვლავ წარმოშვა ულტრარადიკალიზმი  საზოგადოების გარკვეულ ფენაში.

გვსურს თუ არა ასეთი მსოფლიო წესრიგი, სადაც ერთ რადიკალიზმს ცვლის მეორეს და ორივე დამანგრეველია სახელმწიფოებისთვის? [...] ჩვენ არ ვითვალისწინებთ მხოლოდ ერთი მხარის შეხედულებებს და მივყვებით თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკას, სადაც არ მოსწონთ ის "ლიბერალური ძალადობა", რომელიც არა დემოკრატიის, არამედ, ავტოკრატიის გამოვლინებაა. გლობალიზაციას მალე შეცვლის ეროვნულ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული, თვითმყოფადი სახელმწიფოების ახალი იდეოლოგიური მიმართულება, სადაც გათვალისწინებული იქნება არა მხოლოდ დიდი სახელმწიფოების, არამედ, პატარა ერი-სახელმწიფოების ინტერესებიც. სწორედ ასეთ მსოფლიო თანამეგობრობაში ექნება საქართველოს ღირსეული ადგილი. ეს პროცესი შეუქცევადია". 

თქვა დეპუტატმა დიმიტრი ხუდნაძემ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი