„ცხელი შემოდგომა“ იქნებაო, გაქანდა ხაბეიშვილი და თბილი „პალტოთი“ გამოიჭიმა რამდენიმე დღის წინ. ასეთი მატყუარები არიან. ძალიან ნათელია „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც ხდება დაინახო, ვინ ვის უკან დგას. რეალურად ხდება ის, რომ წითლიძე გამოესარჩლა, იმიტომ რომ კეზერაშვილისგან სიკეთის მოლოდინი აქვს, იქნებ რამდენიმე გროშით მეტი უწყალობოს. ხაბეიშვილი არის და სააკაშვილზე საუბრობს. იცით, რომ ერთი საათის წინ, ბოკერიამ ლენინს შეადარა თქვენი ბელადი სააკაშვილი, დღეს ყველა ცდილობს, სააკაშვილს მიეკედლონო. აი, ეს არის თქვენი რეალური სახე. დღეს შემხვდა ერთ-ერთი ქალბატონი, რომელსაც ეს ბედოვლათები 2012 წლამდე „ღიმილიან საქართველოს“ დაჰპირდით და ხალხს კბილები დააცალეთ, იმ ქალბატონმა მოგიკითხათ."
"ოცნების" დეპუტატმა ღუდუშაურმა პარლამენტის ტრიბუნიდან ენმ-ს მიმართა