EU-მ უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად 16 მლნ ევრო გამოყო

გამოქვეყნდა:

ევროკავშირმა 16 მლნ ევრო გამოყო უკრაინის სამხედრო დახმარების მისიისთვის, რომელიც  უკრაინელი სამხედროების მომზადებას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, შესაბამისი გადაწყვეტილებები უკრაინის ოპერატიული საჭიროებების გათვალისწინებით მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ  უკრაინის სამხედრო დახმარების მისია 17 ოქტომბერს დაიწყო და მისი მიზანია, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება, რათა დაიცვას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე დაიცვას უკრაინის შეიარაღებული ძალები და მშვიდობიანი მოსახლეობა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი