"სრულად განხორციელდება" - დანილოვი ზელენსკის სამშვიდობო გეგმაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის სამშვიდობო გეგმა სრულად, განსაზღვრულ ვადებში განხორციელდება -  ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა Twitter-ზე დაწერა.

მისივე თქმით, რაც უფრო დიდხანს დაარღვევს კრემლი სამშვიდობო ვადას, მით უფრო მკაცრი იქნება უკრაინის პოზიცია.

 "რუსეთმა არ უნდა დაკარგოს დრო, რაც უფრო დიდხანს არღვევს კრემლი პრეზიდენტის 10 სამშვიდობო პირობას , მით უფრო კატასტროფული იქნება სიტუაცია კრემლისთვის და მით უფრო მკაცრი იქნება უკრაინის პოზიცია" - წერს დანილოვი

შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, G20-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  მსოფლიოს მოუწოდა, არ შესთავაზონ უკრაინას კომპრომისები სინდისის, სუვერენიტეტის, ტერიტორიისა და დამოუკიდებლობის შესახებ. 

გარდა ამისა,  ზელესკიმ წარადგინა უკრაინის 10 " ფორმულა"  რუსეთთან მშვიდობის მისაღწევად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი