
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, ოლივერ ვარჰეის დეპუტატებთან შეხვედრაზე პოლიტიკური პატიმრების საკითხზე საკუთარ პოზიცია არ დაუფიქსირებია და ამაზე მხოლოდ ენმ-ს წარმომადგენელი საუბრობდა:
"ერთადერთი ის ვინც ახსენა იყო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, კომისარს ერთ სიტყვაც არ დაუძრავს ამ საკითხებთან დაკავშირებით.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი იყო ერთადერთი, ვინც ამ საკითხზე ისაუბრა, კომისარს ამასთან დაკავშირებით არ უთქვამს არც ერთი სიტყვა.
ევროპის პარლამენტი ეს არის პოლიტიკური ორგანო, სადაც არიან პოლიტიკოსები ყველას აქვს თავისი დღის წესრიგი, ამიტომ შეფასებისთვის მნიშვნელოვანი არის ევროკავშირის კომისია და სწორედ წარმომადგენელი გვყავდა ჩვენს სტუმრად, რაც შეეხება საკითხებს სააკაშვილს და ა.შ. კანონის უზენაესობა ვერ იქნება წინაღობა ევროკავშირის წევრობის, პირიქით კანონის უზენაესობა არის მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ მიგვიღონ ევროკავშირში, ასე რომ სწორედ კანონის უზენაესობის საკითხზეა საუბარი, როდესაც ვსაუბრობთ მიხეილ სააკაშვილზე, აღარ განვმეორდები იმაზე, თუ რა დანაშაულებზე იხდის ის სასჯელს" - ამბობს პაპუაშვილი.
პარლამენტში მისვლამდე ევროკომისარი პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეხვდა და როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, საქართველოს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხები განიხილა.