
ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილთან დღეს ტრავმატოლოგები იმყოფებოდნენ, რადგან როგორც ცნობილი გახდა, მესამე პრეზიდენტი მარცხენა ხელს ვერ ამოძრავებს.
"ყოველდღიურად კიდევ უფრო უარესდება მდგომარეობა იმიტომ, რომ ადამიანი შვებას ვერ ნახულობს, ვერც ტკივილის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ვერც ტემპერატურის კლების თვალსაზრისით. ახლა წონის დაკლებაზე აღარ ვსაუბრობ, იცით ეს ისედაც ყველამ. ადამიანი არის წოლით რეჟიმზე, ის ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად, მარცხენა სახსარს ვერ ამოძრავებს ადამიანი. უჭირს, ამის გამო იყვნენ დამატებით ტრავმატოლოგები მასთან შესულები და გაიარეს კონსულტაცია, რა კვლევებიც არსებობს, ამ კვლევებზე, რა თქმა უნდა ექიმები ესაუბრებიან, მაგრამ ეს არ არის საბოლოო დასკვნითი ნაწილი, რაზეც შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება და თქვან მკაფიო დიაგნოზი და რა მდგომარეობაა ახლა"- ამბობს ეკა ხერხეულიძე.
ცნობისთვის, ვივა მედიაში, ამ დრომდე გრძელდება სამედიცინო კონსილიუმი, ექიმებმა უნდა დაადგინონ, აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს სხვა დაავადებასთან ერთად ძვლის ტუბერკულოზი.
იხილეთ ასევე:
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი