ოლიგარქთა რეესტრი პარლამენტის ნაცვლად, შესაძლოა მთავრობამ შეადგინოს - ოხანაშვილის ინიციატივა

გამოქვეყნდა:

ოლიგარქთა რეესტრი საქართველოს პარლამენტის ნაცვლად, შესაძლოა საქართველოს მთავრობამ შეადგინოს. კანონპროექტში შესაბამისი შესწორებების შეტანის საკითხი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოხანაშვილმა დასვა. 

„ჩვენ შემოგთავაზეთ პარლამენტის ჩართულობა ამ პროცესში და ეს ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან შეფასდა როგორც ინტერესთა კონფლიქტი და სპეკულაციურად გამოიყენეს, რომ თითქოს ჩვენ ამით ავცდით უკრაინულ მოდელს. გთავაზობთ, რომ პარლამენტის ნაცვლად საქართველოს მთავრობა იყოს განსაზღვრული ოლიგარქთა რეესტრის შედგენაზე, როგორც ეს უკრაინაშია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
 

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, დღეს მეორე მოსმენით განიხილა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი.

რას გულისხმობს "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული პროექტი? 

"კანონპროექტით წესრიგდება შემდეგი საკითხები: „ოლიგარქის“ ცნების განმარტება; პირის ოლიგარქად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის, ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვისა და აღნიშნული რეესტრის წარმოების საკითხები; პირის ოლიგარქად ცნობის სამართლებრივი შედეგები; გარკვეული პირების მიერ ოლიგარქსა და მის წარმომადგენელთან კონტაქტის თაობაზე შესაბამისი დეკლარაციების შევსების საკითხები.

პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს: პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს; არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს; მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.

პროექტის მიხედვით, პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი და მას სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ."

 პარლამენტმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით 3 ნოემბერს მიიღო

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი