
უკრაინის პრეზიდენტი უკრაინაზე რუსეთის მასიური სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა და ვიდეომიმართვა სოციალური ქსელით გაავრცელა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის თავზე მტერმა 80-ზე მეტი რაკეტა გაისროლა, მათი უმეტესობა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით - "გასაგებია, რაც სურს მტერს. ის ვერ მიიღებს იმას, რაც სურს", - აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ მოსალოდნელია კიდევ 20 სარაკეტო იერიში:
"ამიტომ ძალიან გთხოვთ: თავს გაუფრთხილდით და ცოტა ხანი დარჩით თავშესაფრებში. ვიცი, რომ ბევრ ქალაქში შეწყდა ელექტრომომარაგება, ვმუშაობთ, ყველაფერს აღვადგენთ, გადავრჩებით. “ - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე დღეს მორიგი მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მონაცემებით, ოკუპანტებმა უკრაინის თავზე 100 რაკეტა გაისროლეს.