შეტევა კრიტიკულ მედიასა და დავით კეზერაშვილზე | "ოცნების" შეთქმულების თეორია

გამოქვეყნდა:

კრიტიკული მედია და დასავლელი პარტნიორები ისევ "ქართული ოცნების" სამიზნეში არიან. სახელისუფლებო მედიის მიერ გავრცელებული კადრი შეერთებულ შტატებსა და ოპოზიციურ ტელევიზიებზე ხმაურიანი თავდასხმის საბაბი ხდება.

ინტერნეტგამოცემებსა და შემდეგ სხვა მედიაში გავრცელებულ ფოტოში ჩანს ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი და გავლენიანი ამერიკელი დიპლომატი კურტ ვოლკერი. მმართველ პარტიაში ამ ორი ადამიანის შეხვედრა შეთქმულების თეორიის საფუძველი გახდა.

"ქართული ოცნების" დეპუტატები დღეს მთელი დღეა ამტკიცებენ, თითქოს შეერთებული შტატები დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მფლობელს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის სცენარს უკვეთავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი