დიდი ოცეული რუსეთის ლიდერის გარეშე. კუნძულ ბალიზე მსოფლიო ლიდერები ვლადიმერ პუტინის გარეშე შეიკრიბნენ და უკრაინის ლიდერის მიმართვა მოისმინეს. კრემლის მიერ წამოწყებული ომი იყო მთვარი თემა ამ კონფერენციაზე და G20-ის წევრები ახლა საგანგებო რეზოლუციის მისაღებად ემზადებიან.
მსოფლიო წამყვანი ქვეყნები რუსულ აგრესიას დაგმობენ და შესაძლოა მხარი დაუჭირონ უკრაინის გეგმას, რომელიც მშვიდობის დამყარების წინაპირობად რუსული არმიის უკან დახევას და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გულისხმობს.