ენმ შიდა არჩევნების მოლოდინში | მიხეილ სააკაშვილის პოზიცია და კიდევ უფრო გამწვავებული კონფლიქტი

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის პოზიცია "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირებას აღრმავებს. გუნდი, რომელიც ცვლილებებს მოითხოვს, მესამე პრეზიდენტს არ ეთანხმება. მათი აზრით, სააკაშვილის განცხადება, რომ პროცესი მთავარ ოპოზიციურ პარტიაში არასწორ დროს დაიწყო, არ პასუხობს უმძიმეს კრიზისულ გამოწვევას, რომლის წინაშეც "ნაციონალურო მოძრაობა" დგას. პარტიის მეორე გუნდი კი პირიქით, მესამე პრეზიდენტის პოზიციას სრულად იზიარებს, თუმცა პროცესზე უარს არავინ ამბობს. 

ასე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებს სულ უფრო უახლოვდება. ვის აირჩევენ მთავარი ოპოზიციური პარტიის წევრები და მხარდამჭერები ახალ თავმჯდომარედ, შესაძლოა წლის ბოლომდე გაირკვეს. სამუშაო ჯგუფი, რომელიც არჩევნების ფორმატსა და ვადაზე მუშაობს ამ წუთებშიც მუშაობს პარტიის ოფისში. მიუხედავად იმისა, რომ სიახლეების აუცილებლობაზე ყველა საუბრობს, მიხეილ სააკაშვილის გზავნილი "ნაციონალურ მოძრაობაში" მაინც სხვადასხვაგვარად გაიგეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი