
ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეკ სალივანის თქმით, აშშ მკაცრად გმობს უკრაინაზე რუსეთის დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს:
"როდესაც მსოფლიო ლიდერები G20-ის სამიტზე იკრიბებიან, რათა განიხილონ მსოფლიო მოსახლეობის ცხოვრებისა და საარსებო წყაროსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რუსეთი კვლავ საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს და ანადგურებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას - ამბობს სალივანი
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე დღეს მორიგი მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, კიევში დაღუპულია ერთი ადამიანი.