ნოემბრის დასაწყისიდან უკრაინელებმა სამხრეთით დაახლოებით 200 დასახლება გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

ნოემბრის დასაწყისიდან უკრაინულმა ძალებმა სამხრეთში დაახლოებით 200 დასახლება გაათავისუფლეს, - ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ავრცელებსმისი თქმით, გათავისუფლებულია დაახლოებით 5 ათასი კვ. კმ.

 "ახლა თავდაცვის ძალები ეტაპობრივად მიიწევენ რამდენიმე მიმართულებით. ეს შეიძლება ითქვას ხარკოვის რეგიონზე, ლუგანსკზე და სამხრეთზე. ნოემბერში დაახლოებით ხუთი ათასი კვადრატული კილომეტრი და დაახლოებით 200 დასახლებული პუნქტი განთავისუფლდა სამხრეთით" - განაცხადა მალიარმა.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მტერმა,  რომელმაც ტერიტორიების სიღრმეში შეაღწია, აგრძელებს გათავისუფლებულ დასახლებებზე დარტყმას. 

ყველაზე სასტიკი ბრძოლები, მალიარის თქმით, გრძელდება დონეცკის რეგიონში, სადაც ყოველდღიურად ათობით მტრის თავდასხმა ხდება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი