
მდინარე ჯუმში 15 წლის ბიჭის ძებნის სამუშაოები ისევ გრძელდება. მაშველები ღამითაც მუშაობენ. მდინარის ნაპირზე სპეციალური შტაბია განთავსებული და ძებნაში ჩართულნი არიან მყვინთავები და სპეციალური ტექნიკა, თუმცა ძლიერი წვიმის გამო მდინარე ადიდებული და ამღვრეულია, რაც სამძებრო სამუშაოებს ართულებს.
შეგახსენებთ, 2 დღის წინ მოზარდი, რომელიც წყალში მდინარის მეორე მხარეს დარჩენილი საქონლის გადმოსარეკად შევიდა, მდინარის დინებამ გაიტაცა.