"მიზანმიმართული პროვოკაციაა" | რუსეთის თავდაცვა პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნაზე

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პოლონური მედიისა და ოფიციალური პირების განცხადებებს პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ, პროვოკაციას უწოდებს, - ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალება ТАСС ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. 

"მიზანმიმართული პროვოკაციის მიზანი ვითარების დაძაბვაა. უკრაინა-პოლონეთის საზღვრის მახლობლად მდებარე სამიზნეებზე რუსული განადგურების საშუალებებით არანაირი იერიში არ მიგვიტანია", - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. 

ცნობისთვის, უცხოური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა და არის მსხვერპლიც. გარდა ამისა ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლონეთის პრემიერმინისტრმა მორავიეცკიმ და პრეზიდენტმა დუდამ ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს კრიზისული სხდომა მოიწვიეს.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 100-მდე რაკეტა ისროლეს. საჰაერო იერიშების გამო დაიზანდა მეზობელი მოლდოვაც.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი