"ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის პოზიტიური გზავნილები და სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობისთვის გამოხატული მზაობა არის კიდევ ერთი დასტური, რომ ჩვენ ვართ სწორ გზაზე და ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დასაცავად.
რაც შეეხება ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრულ პირველ პრიორიტეტს - დეპოლარიზაციას, აქაც გვაქვს სრული მზაობა, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, თუმცა, ეს ცალმხრივი ვერ იქნება და კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო რადიკალურ ოპოზიციას, დაასრულოს პოლარიზაციის გაღრმავება და ევროკომისიის გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესში მონაწილეობა მიიღოს".
თქვა თბილისის მერმა, კახი კალაძემ.