ისრაელის მოქალაქე, რომლის მკვლელობაც თბილისში იგეგმებოდა, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი, იციკ მოშეა

გამოქვეყნდა:

პირი, რომლის მკვლელობასაც, სავარაუდოდ, დაქირავებული მკვლელი გეგმავდა, იციკ მოშეა.

62 წლის იციკ მოშე საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი და „ისრაელის სახლის“ დამაარსებელი და ხელმძღვანელია.

"ჩემთვის არ არიან ცნობილი არ სახელები, არც ეს ადამიანები. მაგრამ ზოგადად რომ ამ ჩვენს საკითხებზე სადაც ვმუშაობთ, ისრაელის სახლი. ეს არის ისრაელისა და მეგობარი ქვეყნების ურთიერთობები, ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ არის ძალიან ბევრი ტერორისტული, ანტიისრაელური ორგანიზაციები, რომლებიც ამის წინააღმდეგ არიან. ამ აქციას არ ექნება გავლენა ჩვენს მუშაობაზე და გეგმებზე. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, როგორც დაგეგმილი გვქონდა. ამ ეტაპზე არც ისრაელის, არც საქართველოს მხრიდან კავშირი არ არის",- ამბობს მოშე "მთავართან" გაკეთებულ კომენტარში. 

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პაკისტანის მოქალაქე დააკავა, რომელსაც ებრაელი ბიზნესმენის ლიკვიდაცია ჰქონდა დავალებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ და აღკვეთილ იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა.

უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული არიან პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები. იდენტიფიცირებული არიან უცხოეთში მყოფი ორგანიზატორები, მათ შორის დადგენილი არიან მკვლელობის სავარაუდო შემკვეთი ირანის მოქალაქე და სხვა მონაწილე პირები, რომელთა მიმართ მიმდინარეობს კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი