ბაქოში ომის მოწოდებებით წუხელ მოსახლეობა ქუჩაში გავიდა და აზერბაიჯანული არმიის მხარდამჭერი მსვლელობა გამართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაწყებულ მსვლელობაზე რამდენიმე ათასი ახალგაზრდა აზერბაიჯანის დროშებით ხელში მთავარსარდალს მობილიზაციის გამოცხადებისკენ მოუწოდებდა. არასანქცირებული მსვლელობისთვის, დევიზით "ყარაბაღი ჩვენია", პოლიციას ხელი არ შეუშლია.
ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, განახლებულ კონფლიქტს ორივე მხრიდან, სულ მცირე, 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 12 ივლისს ყარაბაღიდან შორს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, თოუზის პროვინციაში დაიწყო.