ცოტა მოულოდნელი იყო, ერთი კვირის წინ თვითონ თქვა, რომ არ დააყენებდა თავის კანდიდატურას - წიკლაური ხაბეიშვილზე

გამოქვეყნდა:

"ცოტა მოულოდნელი იყო სიმართლე გითხრათ, რადგან ერთი კვირის წინ თვითონ თქვა, რომის არავითარ შემთხვევაში არ დააყენებდა პარტიის თავმჯდომარეობის პოსტზე თავის კანდიდატურას" - ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური ლევან ხაბეიშვილის მხრიდან პარტიის თავმჯდომარის პოსტზე თავისი კანდიდატურის დაყენებას. 

"პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ის რაც ახლა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის ამ პოლიტიკური პარტიის ევროპულობის, ევროპული სივრცისაკენ მკაფიო დადასტურება, მიუხედავად იმისა, რომ არჩეულ თავმჯდომარეს, რომელიც იყო უპრეცედენტო ლეგიტიმაციით არჩეული, კიდევ ჰქონდა ვადა, რომ განეხორციელებინა თავისი უფლებამოსილება და მან თვითონ გადაწყვიტა, რომ იმ ადამიანებს უნდა მიეცეს შესაძლებლობა გამოხატოს თავისი პოზიცია ძალიან მნიშვნელოვნად კარდინალურ, გარდამტეხ, პოლიტიკურ მომენტში, სადაც ახლა იმყოფება „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩვენი ქვეყანა. ამ თვალსაზრისით, რომ ნებისმიერი სხვადასხვაობა აზრთა გადაწყვეტილი იქნას მხოლოდ და მხოლოდ ასეთი ევროპული გზით, რომელსაც წარმოადგენს არჩევნები ვფიქრობ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც ევროპული იდეალები არის ძალიან მნიშვნელოვანი. 

რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას, პირველ რიგში ვიტყვი, რომ მას ჰქონდა ამის უფლება, უბრალოდ ცოტა მოულოდნელი იყო სიმართლე გითხრათ, რადგან ერთი კვირის წინ თვითონ თქვა, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ დააყენებს პარტიის თავმჯდომარეობის პოსტზე კანდიდატურას, ახლა ეს გადაწყვეტილება არის შეცვლილი, არის გარკვეული მერყეობა და იმედია, რომ ეს არის მისი გადაწყვეტილება და არა რაიმე არაფორმალური ცენტრის, რომელმაც შეცვალა გადაწყვეტილება და ახლა მას გაუჩნდა სრულიად სხვაგვარი სურვილი." აცხადებს წიკლაური. 

დღეს ლევან ხაბეიშვილმა ენმ-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა დააყენა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი