საფრანგეთის სენატი აზერბაიჯანისთვის, სომხეთის გამო, სანქციების დაწესებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მთავრობას აზერბაიჯანისთვის სომხეთსა და მთიან ყარაბაღზე თავდასხმის გამო სანქციების დაწესებას სთხოვს

რეზოლუციას მხარი 295-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი მხოლოდ ერთი იყო. 

დოკუმენტი ასევე გმობს სექტემბერში აზერბაიჯანის თავდასხმებს და ბაქოს მოუწოდებს გაიყვანოს ჯარები სომხეთიდან და იმეორებს სენატის 2020 წლის რეზოლუციას, საფრანგეთის მთავრობისთვის მთიანი ყარაბაღის აღიარების მოწოდებაზე. გარდა ამისა, რეზოლუცია ითხოვს გარანტიებს ლაჩინის დერეფნისთვის, რომ ეს მიმართულება უცვლელი დარჩეს.

"მოვუწოდებთ მთავრობას, რომ ევროპელ მოკავშირეებთან ერთად განიხილონ აზერბაიჯანის ახალ თავდასხმებზე უმკაცრესი და ყველაზე ადეკვატური ზომების მიღება, მათ შორის აზერბაიჯანის ლიდერების საკუთრების კონფისკაცია და აზერბაიჯანული გაზისა და ნავთობის იმპორტის აკრძალვის დაწესების შესაძლებლობა", - წერია რეზოლუციაში.

საფრანგეთის სენატი ასევე სთხოვს მთავრობას, განიხილოს ჰუმანიტარული ოფისის გახსნა მთიან ყარაბაღში, ასევე "აჩვენოს პარიზის მხარდაჭერა ერევანს" და გააძლიეროს სომხეთის თავდაცვის შესაძლებლობები.

საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრს, ოლივერ ბეჩს წინააღმდეგობა არ გამოუხატავს რეზოლუციის მიღებაზე, თუმცა მას ასევე არ დაუკონკრეტებია, აპირებს თუ არა მთავრობა სანქციების დაწესებას.

საფრანგეთში მცხოვრებმა აზერბაიჯანულმა დიასპორამ სენატის გადაწყვეტილების პასუხად საპროტესტო აქცია გამართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი