გიორგი ჩალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას ხსნის - განცხადება მან ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გააკეთა
"საჭიროა ერთად დასხდომა და საუბარი. ეს საქმე უნდა დაწყებულიყო გასულ წელს, 3 ოქტომბერს. პრეზიდენტი სააკაშვილის საკითხი არის ერთადერთი, რაზეც სრული კონცენტრირებაა საჭირო. შესაბამისად, ჩემთვის ყველაფერი სხვა არის მეორეხარისხოვანი. დღეს ლევან ხაბეიშვილის გამოსვლას ვუსმინე, შეხვედრებზე ვიყავი და სამწუხაროდ, ვერ შევძელი მასთან პირადად საუბარი. საჭიროა, დასხდნენ ერთად. მინდა, ვთქვა, რომ ვხსნი ჩემს კანდიდატურას. მე აღარ დავაყენებ არჩევნებზე ჩემს კანდიდატურას, მაგრამ აქვე აღვნიშნავ, არანაირი შტაბების ფორმალური გაფორმება, სტრუქტურული ერთეულები ან სხვა რამე არ არის საჭირო, უნდა იყოს ფართო კონსენსუსი. ჩვენ გვჭირდება პროცესი პრეზიდენტ სააკაშვილისთვის და არა სხვისთვის. ძალიან მომწონს და ვიღებ ამ ნათქვამს ისე, როგორც არის ზუსტად ის, რაც დავასახელე, ჩვენი ხალხის, პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერების, ჩვენი ქვეყნის ერთგული ხალხის სურვილი. იმედი მაქვს, რომ პარტია და ყველა სხვა დანარჩენი რესურსი ამომიდგება მხარში, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ერთად გადავარჩინოთ“, განაცხადა ჩალაძემ.
დღეს ენმ-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა ლევან ხაბეიშვილმა წარადგინა. მან ჩალაძეს შესთავაზა, შეიქმნას მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალური შტაბი, რომელსაც სწორედ ჩალაძე უხელმძღვანელებს.