
ქარელის მერი თვეში 800 ლიტრ საწვავს ხარჯავს და სამსახურში თბილისიდან დადის, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული მედია "მოზაიკა" ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ქარელის მერია ყოველთვიურად 3 000 ლიტრს საწვავს მოიხმარს. მერიის ბალანსზე 7 ავტომობილი ირიცხება, აქედან ყველაზე მეტი საწვავი მერის, ზაზა გულიაშვილის ავტომობილს ხმარდება.
გულიაშვილი თვეში 800 ლიტრ საწვავს ხარჯავს, რაც საერთო ჯამში, იანვრიდან დღემდე, 8 800 ლიტრს შეადგენს.
მერიამ ბოლოს საწვავი 11 ნოემბერს შეიძინა და 9 870 ლარი გადაიხადა. საერთო ჯამში, 11 თვეში უწყებამ 101 780 ლარის საწვავი იყიდა.