"ისევ "სარაკეტო ცა" მთელს უკრაინაში. რუსეთი განაგრძობს მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას. უკრაინა კვლავ იმეორებს: რუსი ომის დამნაშავეები უნდა დამარცხდნენ და განსასჯელთა სკამზე აღმოჩნდნენ".
წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე, უკრაინაში დღეს დილის დაბომბვებთან დაკავშირებით.