
ომის შემდეგ, უკრაინის ეკონომიკის აღდგენის ძირითადი წყარო გაყინული რუსული აქტივები იქნება - განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა კიევის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
შმიგალის თქმით, მინისტრთა კაბინეტი ქვეყნის აღდგენას ბიზნესთან ერთად გეგმავს:
"პრეზიდენტი, მთავრობა, დიპლომატები ახლა აქტიურად მუშაობენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ გაყინული რუსული აქტივები - 300 მილიარდ დოლარზე მეტი, პლუს ოლიგარქების აქტივები, რუსული ბიზნესის აქტივები - მოხმარდეს ჩვენს აღდგენას. ეს იქნება ხერხემალი და ჩვენი აღდგენის მთავარი წყარო და რესურსი, მათ შორის ახალი საცხოვრებლების, ხიდების, ახალი ქალაქების, ყველაფრის მშენებლობაში“, - თქვა მან.
პრემიერის თქმით, რუსულმა აგრესიამ დაანგრია და გაანადგურა ქვეყნის ინდუსტრიული საწარმოები და უმსხვილესი ქარხნები, რომელთა აღდგენასაც დრო დასჭირდება.