უკრაინის კონტრდაზვერვამ ვინიცაში, რუსული სამხედრო დაზვერვის აგენტი დააკავა

გამოქვეყნდა:

უკრაინის უშიშროების სამსახურის კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა, რუსული სამხედრო დაზვერვის აგენტი დააკავა, რომელიც რუსებს ვინიცის რეგიონში თავდაცვის ძალების დანაყოფებისა და ენერგეტიკული ობიექტების შესახებ მონაცემებს აწვდიდა.

დაკავებული ყოფილი საბჭოთა სამხედროა, რომელმაც 1990-იანი წლების დასაწყისში ჯარი დატოვა და ვინიცის რაიონში ცხოვრობდა. 

"დამნაშავემ ფარულად შეაგროვა ინფორმაცია რეგიონის ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების მდებარეობისა და გადაადგილების შესახებ“, - წერია განცხადებაში

უწყების ცნობითვე, ჯაშუშმა რუს ოკუპანტებს კრიტიკული ინფრასტრუქტურის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების  ზუსტი კოორდინატები გადასცა, რომლის მეშვეობითაც ოკუპანტებმა რეგიონში არსებულ ენერგო საწარმოებზე, სარაკეტო დარტყმები დაგეგმეს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი