წუხელ, ირანში გამართულ საპროტესტო აქციებზე სროლას, სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა - The Guardian

გამოქვეყნდა:

სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა გუშინ ირანში გამართული საპროტესტო აქციაზე მომხდარი სროლის დროს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით. გარდაცვლილებს შორის არიან უშიშროების ძალების თანამშრომლები და 9 წლის ბიჭი.

როგორც "გარდიანი" წერს, ბოლო ცხრა კვირის განმავლობაში წუხანდელი აქციები ყველაზე მასიური იყო. მათივე ინფორმაციით, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები პროტესტის მონაწილეების მკვლელობაში ბრალს ტერორისტებს სდებდნენ. როგორც ისინი ამტკიცებდნენ, ირანის ქალაქ იზეს სამხრეთ ნაწილში სავაჭრო ცენტრთან შვიდი ადამიანი მოტოციკლისტმა ტერორისტებმა მოკლეს.

საპირისპიროს ამბობენ მომიტინგეები. მათი ინფორმაციით, დემონსტრანტები პროსამთავრობო შეიარაღებული ორგანიზაცია "ბასიჯის" წევრებმა მოკლეს. მათ შორის იყო 9 წლის ბავშვიც, რომელიც მამის მანქანაში იჯდა. შეტაკებას შეეწირა "ბასიჯის" ორი წევრი, ათი კი დაშავდა.

"კიდევ ხუთი ადამიანი შეეწირა სროლას ისპაჰანის რაიონში, მათ შორის არიან უსაფრთხოების ძალებიც. ქურთისტანიდან გავრცელებულმა ამ შეტყობინებებმა დაღუპულთა საერთო რაოდენობა 15-მდე გაზარდა," - წერს გამოცემა "გარდიანი."

ცნობისთვის საპროტესტო აქციები ირანში უკვე რამდენიმე თვეა რაც მიმდინარეობს. მოსახლეობის პროტესტი 22 წლის ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ის "მორალის პოლიციამ" ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო დააკავა და მასზე ფიზიკურად იძალადა. სამართალდამცველების მიერ ნაცემი ახალგაზრდა გოგო მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა. ირანში საპროტესტო აქციებს ასობით ადამიანი ემსხვერპლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი