"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ, ამერიკელ სენატორს, ჯინ შაჰინს "ჩათლახი" უწოდა. ჟურნალისტები მას შეკითხვას უსვამდნენ, სწორედ შაჰინის დღევანდელი განცხადებების შესაფასებლად, რა დროსაც ზარქუამ სწორედ ეს სიტყვა გამოიყენა.
ჟურნალისტი: - "ჯინ შაჰინი, რომელიც გამოირჩევა..."
ზარქუა: "ჩათლახი"
შეგახსენებთ, სენატის საგარეო კომიტეტში, სადაც კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე მსჯელობდნენ, მოხსენებები საქართველოზეც გაკეთდა. სენატორები ამბობენ, რომ საქართველოში რეფორმების პროცესი ჩავარდნილია და დემოკრატია გაუარესებული.
ისინი ხელისუფლებას აკისრებენ პასუხისმგებლობას მედია ტერორსა და ოპოზიციის დევნაზე და სვამენ შეკითხვას - ღირს თუ არა საქართველოსთვის დახმარების გაგრძელება, მაშინ როცა შტატების ფინანსურ თუ ადამიანურ ძალისხმევას შედეგი არ აქვს და ქვეყნის ხელისუფლება არ მიდის დემოკრატიის გზით.