ფინეთი უკრაინას 55 მილიონი ევროს ღირებულების დამატებით სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

გამოქვეყნდა:

ფინეთი უკრაინას დამატებით დახმარებას გაუგზავნის, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ფინეთის მეათე დახმარება მოცულობით ყველაზე დიდი იქნება, რომლის ღირებულებაც 55,6 მილიონ ევრო იქნება.

"უკრაინას კვლავ სჭირდება დახმარება საკუთარი ქვეყნის დასაცავად. თავდაცვის ტექნიკის ეს ნაკრები ყველაზე დიდია მათ შორის რაც ჩვენ უკრაინისთვის გაგვიგზავნია," - განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი კაიოკენმა.

დახმარების ოპერაციის უსაფრთხოების გამო მინისტრს დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.

ცნობისთვის, ომის დაწყებიდან დღემდე, საერთო ჯამში, ფინეთმა უკრაინას 160,4 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება გაუწია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი