პოლიციელებს სასამართლოსთან მიყვანილი პატიმარი გაექცათ - შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სამართალდამცველებმა სიგარეტის მოწევა გადაწყვიტეს. დღეს ქურდობისთვის დაკავებული 20 წლის ზაალ ძაგანიშვილის პირველი პროცესი იყო ჩანიშნული, თუმცა მან პოლიციელების უყურადღებობით ისარგებლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ძაგანიშვილს ამ დრომდე ეძებს მისი ოჯახიც და სამართალდამცველებიც.
პროკურატურამ პოლიციელების მიერ გულგრილობის გამოჩენის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა ჯერ უცნობია, შეჩერებული აქვთ თუ არა მათ სამსახურეობრივი უფლებამოსილება. ოფიციალური ბრალდება პროკურატურას მათთვის ჯერ არ წარუდგენიათ.