ვისაც ეჭვი ეპარება უკრაინელების სიმტკიცეში, უბრალოდ შეხედოს გათავისუფლებული ხერსონის მოსახლეობას - ბლინკენი

გამოქვეყნდა:

"პუტინმა ვერ მოახერხა უკრაინის დამარცხება და ახლა ჰგონია, რომ უკრაინის ჩაბნელებითა და გაყინვით მათ ნებას შეასუსტებს," - ამის შესახებ ტაილანდში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, პუტინი კვლავ განაგრძობს დეესკალაციის შესახებ მსოფლიო ქვეყნების მოწოდების იგნორირებას და სიტუაციის ესკალაციას ირჩევს.

"პრეზიდენტი პუტინი კვლავ განაგრძობს დეესკალაციის შესახებ მსოფლიოს ქვეყნების მოწოდებების იგნორირებას. ნაცვლად ამისა ის ირჩევს ესკალაციას და სარაკეტო თავდასხმებს ახორციელებს უკრაინის ისეთ ინფრასტრუქტურაზე რომელიც მილიონობით მოქალაქეს გათბობას, ელექტროენერგიასა და წყალს აწვდის. სანამ მსოფლიო ცდილობს დაეხმაროს ყველაზე მოწყვლად ადამიანებს, რუსეთი სწორედ ასეთ ადამიანებს იღებს მიზანში. სანამ მსოფლიო ლიდერები იღებენ ვალდებულებას, რომ გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ერთგულები იყვნენ, პრეზიდენტი პუტინი ამ პრინციპების დარღვევას აგრძელებს. პუტინმა ვერ მოახერხა უკრაინის დამარცხება და ახლა მას გონია, რომ უკრაინის ჩაბნელებითა და გაყინვით უკრაინელების ნებას შეასუსტებს, ვისაც ეჭვი ეპარება უკრაინელების სიმტკიცეში, უბრალოდ შეხედოს გათავისუფლებულ ქალაქ ხერსონის მოსახლეობას," - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

მისივე თქმით, რუსეთის ახლანდელი სტრატეგია ისევეა განწირული მარცხისთვის, როგორც აქამდე გამოყენებული სტრატეგიები, რადგან უკრაინის სიმტკიცე ურყევია, ისევე როგორც ამერიკის გადაწყვეტილება, დაეხმარონ მათ.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი