ბოინგ МН17-ის საქმე ჰააგაში | 2 რუსი და უკრაინის 1 მოქალაქე დამნაშავედ ცნეს, 1 რუსი - გამართლდა

გამოქვეყნდა:

ჰააგის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო ორი რუსი და უკრაინის მოქალაქე 2014 წლის ივლისში დონბასის ცაში მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნაში მონაწილეობისთვის.

BBC-ის ცნობით, სამოქალაქო თვითმფრინავზე თავდასხმაში ბრალდებულები: სერგეი დუბინსკი, ლეონიდ ხარჩენკო და FSB-ს ცნობილი თანამშრომელი იგორ სტრელკოვ-გირკინი მოსამართლემ დამნაშავედ სცნო. ხოლო საქმის კიდევ ერთი ბრალდებული ოლეგ პულატოვი გამართლდა. 

  • იგორ გირკინი (სტრელკოვი) - რუსეთის მოქალაქე - 2014 წლის ზაფხულისთვის, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის მინისტრი, პენსიაზე გასული FSB-ს ოფიცერი;
  • სერგეი დუბინსკი - რუსეთის მოქალაქე - 2014 წლის ზაფხულისთვის, რუსეთის სამხედრო დაზვერვის გადამდგარი უფროსი ოფიცერი;
  • ლეონიდ ხარჩენკო - უკრაინის მოქალაქე - 2014 წლის ზაფხულისთვის, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. სამხედრო დაზვერვის ქვედანაყოფის მეთაური.
  • ბრალდებული ოლეგ პულატოვი - რუსეთის მოქალაქე, 2014 წლის ზაფხულისთვის, რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების რეზერვის ვიცე-პოლკოვნიკი - გამართლდა.

სასამართლოს ცნობით, არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს სნიჟნეს მახლობლად მდებარე პერვომაისკის ფერმიდან გასროლილი ბუკის რაკეტით. ამას ადასტურებს მრავალი გამოკვლევა და ჩვენება.

ამასთან, სასამართლომ აღიარა, რომ გირკინმა, დუბინსკიმ და ხარჩენკომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მარშრუტის კოორდინაციაში, "ბუკის" ტრანსპორტირებასა და დაცვაში. ამავდროულად, სასამართლო დაეთანხმა გამოძიების დასკვნებს, რომ ბოინგის ჩამოგდებული რაკეტის გაშვებაში პირადად არცერთ მსჯავრდებულს მონაწილეობა არ მიუღია.

მოსამართლემ განაცხადა, რომ საქმის მასალებიდან შეუძლებელი იყო იმის დადგენა, თუ როგორ მოიქცა ბუკის ეკიპაჟი რაკეტის გაშვების დროს, ვინ მისცა ეკიპაჟს რაკეტის გაშვების ინსტრუქცია და როგორ მოხდა აფეთქება. 

შეგახსენებთ, სასამართლოს  დასკვნით, MH17 Boeing ჩამოაგდეს რუსული წარმოების რაკეტით, ბუკის რაკეტით, რომელიც გასროლილი იქნა პერვომაისკის რაიონიდან აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ სნიჟნესთან (ეს ტერიტორია მაშინ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალების კონტროლის ქვეშ იყო).

სასამართლომ ასევე აღიარა, რომ თვითმფრინავის ჩამოგდების დროს ე.წ. დონეცკის "სახალხო რესპუბლიკაზე" კონტროლს ახორციელებდა რუსეთი.

ვრცლად:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი