
ჰააგის სასამართლომ დონეცკიში 2014 წელს სამოქალაქო თვითმფრინავზე თავდასხმაში ბრალდებულები: სერგეი დუბინსკი, ლეონიდ ხარჩენკო და FSB-ს ცნობილი თანამშრომელი იგორ სტრელკოვ-გირკინი დამნაშავედ სცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მეოთხე ბრალდებული ოლეგ პულატოვი კი უდანაშაულოდ მიიჩნია.
სასამართლო პროცესი ბრალდებულის დაუსწრებლად მიმდინარეობს. ისინი საერთაშორისო ძებნაში არიან.
სასამართლომ დაასკვნა, რომ გირკინის, დუბნსკის და ხარჩენკოს ერთობლივმა ქმედებებმა MH17 რეისზე მყოფი 298 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამნაშავეებმა 16 მილიონი ევროს კომპენსაცია უნდა გადაუხადონ დაზარალებულთა ახლობლებს.
ამავე თემაზე: