მნიშვნელოვანი სასამართლო გადაწყვეტილება ჰააგაში. პირველი სასჯელი MH17-ის ჩამოგდებაში დამნაშავეებისთვის. ასევე,გადამწყვეტია დამკვეთების პასუხისმგებლობის დაყენება, რადგან დაუსჯელობის განცდა იწვევს ახალ დანაშაულებს. ჩვენ უნდა გავფანტოთ ეს ილუზია. სასჯელი რუსეთის ყველა სისასტიკისთვის ადრე და ახლა გარდაუვალია.
- უკრაინის პრეზიდენტი მალაიზიური ბოინგის საქმეზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.