როგორ აზარალა წულუკიანმა სახელმწიფო | მილიონები უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის

გამოქვეყნდა:

თეა წულუკიანმა სახელმწიფო ბიუჯეტი ასობით ათასი ლარით აზარალა. მაშინაც როცა ის იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა და მერეც, როცა კულტურის სამინისტროს ჩაუდგა სათავეში, მისი გადაწყვეტილებით სამსახურიდან ასამდე საჯარო მოხელე გათავისუფლდა.

ყოველგვარი მიზეზისა და ახსნა-განმარტების გარეშე გათავისუფლებულმა ადამიანებმა სასამართლოს მიმართეს და თითქმის ყველა შემთხვევაში სასამართლო ასკვნიდა, რომ ისინი უკანონოდ იყვნენ გათავისუფლებული.

კომპენსაციის თანხა ათასობით ლარს შეადგენდა, რაც გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან, ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ჯამში სახელმწიფო სამსახურებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების კომპენსაციაზე 3 წელში 1 800 000 ლარი გამოიყო.

ავტორი: ნინიკო გიგაური

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი