სინამდვილეში, ეს არის არა არჩევნები, რასაც ვაკვირდებით, არამედ, ეს არის მელიას გადაყენების პროცესი, ანუ არის ოლიგარქიული გავლენები, კეზერაშვილს ჰყავს თავისი ფავორიტები და მათ არ განეკუთვნება მელია, რომელიც ამ შემთხვევაში დაჩაგრეს. მთავარი ფავორიტები მეორე მხარეს არიან, ეს არის მერაბიშვილი, ვინც ძირითადად საქართველოში მართავს პროცესებს ამ მხარეს, მათ განეკუთვნება კირკიტაძე, ხაბეიშვილი და ა.შ. მათ გადაწყვიტეს ხაბეიშვილი საკუთარ კანდიდატად წარმოეყენებინათ. ოლიგარქიული გავლენებია, ორი კლანური დაჯგუფება გამოიკვეთა პარტიის შიგნით და ისინი ებრძვიან ერთმანეთს, ანუ ჭამენ ერთმანეთს, ჩვენ ვერაფერი დაგვიშავეს, რიგგარეშე არჩევნებს ითხოვდნენ და რიგგარეშე არჩევნები საკუთარ პარტიაში დანიშნეს, ასე დაასრულეს მათ საკუთარი გმირული საბოტაჟი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
- ამბობს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე "პალიტრანიუსის" ეთერში.