"ხაბეიშვილი პატარა ბოლშევიკია და დიდ ბოლშევიკებს ვერ მართავს" | კობახიძე

გამოქვეყნდა:

რაც შეეხება ხაბეიშვილის პერსონას, ეს თავისთავად მეტყველებს თავიდან ბოლომდე იმაზე, რა მდგომარეობაშია, რა კონდიციაშია ეს პოლიტიკური პარტია, არც ერთ პარტიას არ ვუსურვებ ასეთ კონდიციას, სადაც „ნაცმოძრაობაა“, თუმცა, ეს ქვეყნისთვის ძალიან კარგია. ეს არის კომიკური მდგომარეობა. ხაბეიშვილი პატარა ბოლშევიკია, რა თქმა უნდა, პატარა ბოლშევიკი, დიდ ბოლშევიკებს ვერ მომართავს, მთავარი მიზეზი, თუ რა არის მისი დაყენების უკან, არის ის, რომ ის უნდა იყოს ფორმალური თავმჯდომარე, სინამდვილეში, პროცესები უნდა მართონ - კეზერაშვილმა ქვეყნის გარედან, მერაბიშვილმა ქვეყნის შიგნით. რა თქმა უნდა, არავითარი თავმჯდომარე ხაბეიშვილი არ იქნება, ის იქნება ერთგვარი მარიონეტი დიდი ბოლშევიკების ხელში, როგორებიც კეზერაშვილი და მერაბიშვილი არიან“,

- თქვა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი