
იაპონიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ გაუშვა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა (ICBM), რომლის დიაპაზონი საკმარისი იყო ამერიკის კონტინენტზე დასარტყმელად.
რაკეტა ზღვაში დაეშვა, ჰოკაიდოს დასავლეთით, დაახლოებით 210 კილომეტრში.
"ტრაექტორიის გათვალისწინების გამოთვლებიდან გამომდინარე, ამჯერად ბალისტიკურ რაკეტას შეეძლო ჰქონდა 15 000 კმ მოქმედების უნარი, რაც დამოკიდებულია მისი ქობინის წონაზე, და თუ ეს ასეა, ეს ნიშნავს, რომ აშშ-ოს მატერიკი მის დიაპაზონში იყო", - თქვა იაპონიის თავდაცვის მინისტრმა.
ხუთშაბათს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაფრთხილება გააკეთა "მკაცრი" პასუხის შესახებ, რეგიონში აშშ-ს სამხედრო ყოფნის ნებისმიერ გაძლიერებასთან დაკავშირებით.
შეერთებულმა შტატებმა დაგმო გაშვება, ხოლო სამხრეთ კორეამ გასცა ბრძანება ჩრდილოეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი შეკავების ზომების შესახებ.
ჩრდილოეთ კორეამ ბოლო ორი თვის განმავლობაში 50-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, მათი უმეტესობა მცირე დისტანციით. ეს შორ მანძილზე გაშვება უფრო იშვიათია და პირდაპირ საფრთხეს უქმნის აშშ-ს, რადგან რაკეტები შექმნილია ბირთვული ქობინების გადასატანად შეერთებული შტატების მატერიკზე ნებისმიერ ადგილას.