"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენი კოლეგები, ჩვენი ძვირფასი დეპუტატები 24 საათი მუშაობენ მუხლჩაუხრელად იმისთვის, რომ ყველა ეს რეკომენდაცია ზედმიწევნით იქნას შესრულებული და არავის არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. თქვენ რას აკეთებთ თქვენ? მოგმართავთ კითხვით. რატომ არ მონაწილეობთ სამუშაო ჯგუფებში?. 12 რეკომენდაციიდან პირველი არის დეპოლარიზაცია- ანუ გეუბნებიან ევროპელი ლიდერები , მეგობრები, რომ დაასრულეთ ეს სამარცხვინო რიტორიკა და მტრობა ქვეყნის და თქვენ რას აკეთებთ საერთოდ იმისთვის რომ მინიმუმამდე მაინც დაიყვანოთ პოლარიზებული გარემო? არაფერს- პირიქით, ცეცხლზე ნავთს ასხამთ ყოველ დღე, აგრძელებთ საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ..."
შეასრულეთ პირველი პუნქტი, მოახდინეთ დეპოლარიზაცია"
მიმართა ინტერპელაციაზე მისულმა ღარიბაშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ოპოზიციას.