ბელორუსში ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება

გამოქვეყნდა:

ბელორუსში ხელისუფლების გადადგომისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით აქციები გაიმართა. მინსკში გამართული აქცია მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაკავებულია 200-ზე მეტი მომიტინგე და ათეულობით ჟურნალისტი.

საპროტესტო აქციები ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ორ მთავარ მეტოქეს, ვიქტორ ბაბარიკოსა და ვალერი ცეპკალოს საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატებად რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი