საქართველო კიდევ ერთი მწვავე რეზოლუციის მოლოდინში - ,,ევროპის სახალხო პარტიის'' ასამბლეაზე კენჭს უყრიან დოკუმენტს, რომელშიც ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება იქნება შეფასებული.
ევროპის სახალხო პარტია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაემორჩილოს ქართველი ხალხის ნებას, დააბრუნოს ქვეყანა ევროპულ გზაზე და განახორციელოს ამისთვის საჭირო რეფორმები 12 რეკომენდაციის გათვალისწინებით - შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა ოპონენტებსა და თავისუფალ მედიაზე, გაათავისუფლოს ნიკა გვარამია, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი და მისცეს მას სხვა ქვეყანაში მკურნალობის შესაძლებლობა. EPP ასევე მოუწოდებს ევროკავშირსა და პარტნიორებს, დაუწესონ პირადი სანქციები ივანიშვილს, საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟში მისი როლის გამო.