მასკის ულტიმატუმის შემდეგ, "ტვიტერის" დატოვება ასობით თანამშრომელმა გადაწყვიტა - Reuters

გამოქვეყნდა:

"ტვიტერის" დატოვება ასობით თანამშრომელმა გადაწყვიტა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება თანამშრომლების ნაწილმა ილონ მასკის წერილის შემდეგ მიიღო, რომელმაც თანამშრომლებს ულტიმატუმი წაუყენა - ან უნდა ემუშავათ ზეგანაკვეთურად, ან წასულიყვნენ სამსახურიდან. 

ამ ულტიმატუმამდე სოციალური ქსელის ახალმა მფლობელმა, ილონ მასკმა თანამშრომლების ნახევარი თავად დაითხოვა, მათ შორის იყვნენ ტოპ მენეჯმენტის წევრები.

მომხდარს თავად ილონ მასკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იგი თანამშრომლების წასვლაზე საერთოდ არ ნერვიულობს, რადგან "საუკეთესო ადამიანები რჩებიან". 

ცნობისთვის, რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ილონ მასკმა ტვიტერი 44 მილიარდ დოლარად შეიძინა. მან მალევე დააანონსა კომპანიის მასიური ცვლილებები, რასაც თანამშრომლების ნახევარი გათავისუფლება მოჰყვა. ახალმა მფლობელმა ეს მაშინ კომპანიის ინტერესებით გაამართლა და თქვა, რომ იგი დღეში 4 მილიონ დოლარს კარგავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი