"ქართული, კაცური გარჩევა არის ერთი-ერთზე" - ასეთია საქართველოს პრეზიდენტის პირველი კომენტარი 19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე.
პროკურატურას რომ მივანდოთ ეს საქმე და ყველა არ ერეოდეს ბევრად უფრო კარგი იქნებოდა და ბევრად უფრო ჩქარა წავიდოდა წინ ეს საქმე. ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, არ ვიცი მე ეს ჯგუფური აგრესიული და ძალადობა ადამიანებზე. ეს არის ძალიან მიუღებელი, ძალიან არაქართული, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილი.