ევროპის სახალხო პარტიამ [EPP] "საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და პოლიტიკური დევნის შესახებ" რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ევროკავშირსა და პარტნიორებს ივანიშვილის სანქცირებისკენ, საქართველოს ხელისუფლებას კი პოლიტიკური პატიმრების: მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
ვინაიდან ქართველი ხალხი ელოდება თავისი ქვეყნის გადასვლას ევროინტეგრაციის ახალ ეტაპზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას მშვიდობიანი, დემოკრატიული, უსაფრთხო და აყვავებული მომავალი;
ვინაიდან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის მიერ გაცემული, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებისათვის საჭირო 12 რეკომენდაციის აშკარა უგულებელყოფა;
ვინაიდან საქართველოს ციხეში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქისა და მოქმედი თანამდებობის პირის, მიხეილ სააკაშვილის, როგორც პუტინის პირადი პატიმრის პოლიტიკური ტყვეობის გაგრძელება და მისთვის ადეკვატური მკურნალობაზე მიწოდებაზე უარის თქმა, ასევე სააპელაციო სასამართლოს უახლესი გადაწყვეტილება პოლიტიკური ბრალდებების შესახებ „მთავარის“ მმართველი დირექტორ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მხოლოდ ამძაფრებს საქართველოს დემოკრატიულ რეგრესსა და ქვეყანაში რუსეთის გავლენას, რასაც მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა და შემდგომში სახელმწიფოს ხელში ჩაგდება საქართველოში;
ვითვალისწინებთ რა ევროპარლამენტის 2022 წლის 9 ივნისის რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2463 რეზოლუციას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაციის შესახებ. (მუხლი 7);
ვითვალისწინებთ რა EPP-ის წინა შეშფოთებას ბიძინა ივანიშვილის დესტრუქციული პირადი როლის შესახებ ოლიგარქიული მმართველობის გამყარებაში, სახელმწიფოს ხელში ჩაგდებასა და სრული კონტროლის დამყარებაში საქართველოს მთავრობასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე;
ვინაიდან ევროპის სახალხო პარტია იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ძლიერი და დიდი ხნის ადვოკატი და მხარდამჭერი;ევროპის სახალხო პარტია:
• მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაემორჩილოს ქართველი ხალხის ნებას და დააბრუნოს ქვეყანა ევროპულ გზაზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმითა და აუცილებელი რეფორმების განხორციელებით, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის სულისკვეთებით, ქართველი ხალხისა და მისი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის;
• მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, მკაფიო დისტანცირება მოახდინონ - და დაგმონ - სიძულვილის შემცველი რიტორიკა და ყალბი ინფორმაცია, რომელსაც ავრცელებენ მმართველი უმრავლესობის წარმომადგენლები ევროკავშირისა და შეერთებული შტატების წინააღმდეგ, ადანაშაულებენ რა მათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით ვაჭრობასა და საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ ომის მეორე ფრონტის გახსნაში;
• მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა პოლიტიკური ოპონენტების და თავისუფალი მედიის მიმართ - უზრუნველყოს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ჰუმანიტარული საბაბით მისი გადაყვანა სხვა ქვეყანაში, ადეკვატური მკურნალობისთვის, და გაათავისუფლოს ციხიდან ტელეკომპანია მთავარი დირექტორი ნიკა გვარამია;
• მოუწოდებს ევროკავშირს და დემოკრატიულ პარტნიორებს, დაუწესონ პირადი სანქციები ივანიშვილს მისი როლისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟი, ასევე იმისთვის, რომ საფრთხეს უქმნის საქართველოსა და რეგიონულ უსაფრთხოებას." ნათქვამია რეზოლუციაში.