
"ისინი უფრო მეტად ეხმარებინ პროცესს, რასაც ჰქვია რადიკალური ოპოზიციის დასრულება" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საპარლამენტო ტრიბუნიდან საუბრობს და ისევ თავს ესხმის ოპოზიციას, რომლის წარმომადგენლების კითხვებსაც "სპექტაკლს" უწოდებს.
"ჩვენ, რადიკალური ოპოზიცის შესრულებით, მათ შორის მათი რიტორიკა, უზრდელობა, ეს არის, რა თქმა უნდა, რაც პარლამენტის კედლებს არ ეკადარება, მაგრამ ასეთია დღევანდელი რეალობა, აუცილებლად შეიცვლება 2024 წლის შემდეგ და აქეთკენ მიდის მთელი ეს პროცესი და სწორედ ამ პროცესს უზრუნველყოფს, თავად რადიკალური ოპოზიცია, ჩვენ, რა თქმა უნდა, ცოტას ვეხმარებით, მაგრამ ისინი უფრო მეტად ეხმარებინ ამ პროცესს, რასაც ჰქვია რადიკალური ოპოზიციის დასრულება.
რაც შეეხება თვთონ ინტერპელაციის საგანს, ბუნებრივი უნდა იყოს, პარლამენტში, რაც სამწუხაროდ ვერ ვიხილეთ, ოპოზიციის მხარეს, კითხვაც კი არ გაიმეორეს, საუბარი იყო სრულიად ტრაფარეტულ საკითხზე, სპექტაკლი ჩვეულებრივი, ყველაფერი გარდა საგნობრივი დისკუსიისა, რაც არის აბსულუტურად მიუღებელი.
თვითონ კითხვის შინაარს, კერძოდ, გიორგი ვაშაძე და მისი კოლეგები ეკითხებიან პრემიერს, თუ რას აპირებს 12 პუნქტთან დაკავშირებით დაკავშირებით და რა არის ეს 12 პუნქტი? როგორ აპირებს მთავრობა ომბუდსმენის არჩევნებს, ასევე ბატონი ვაშაძე და მისი კოლეგები ეკითხებიან მთავრობას, როდის იქნება გადასინჯული, მაგალითად ანტიკორუფციული კანონმდებლობა, როდის მიიღებს მთავრობა საარჩევნო კოდექსს.
ეს არ არის ხუმრობა, ეს ადამიანები, გიორგი ვაშაძე და მისი კოლეგები, საქართველოს მთავრობის მეთაურს ეკითხებიან, როდის უნდა მიიღონ კანონი, როდის უნდა აირჩიოს ომბუდსმენი და ასე შემდეგ. ეს ხომ სრული ნონსენსია, წარმოუდგენელი რაღაცაა. დღეიდან რომ იცოდეთ, ბატონო გიორგი, ეს ყველაფერი არის პარლამენტის კომპეტენცია მთავარ პასუხისმგებელ სუბიქტებად", - ამბობს ირაკლი კობახიძე.