აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათი არმიის პოზიციები დაიბომბა:

"18 ნოემბერს, 12:50 საათზე, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა თავიანთი პოზიციებიდან ბასარკეჩიარის რაინის დასახლებების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. 

გარდა ამისა, 17:10 საათზე, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული, არალეგალური სომხური შეიარაღებული ფორმირებების წევრებმა, ფიზულის რაიონში, იუხარა ვეისალის დასახლების მიმართულებით აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს.

საპასუხოდ სამხედროებმა ზომები მიიღეს", - წერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. 

ამ დროისთვის სომხურ მხარეს განცხადება არ გაუვრცელებია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი