ირაკლი ღარიბაშვილი ყველას წინააღმდეგ | რაზე ისაუბრა პრემიერმინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილი ყველას წინააღმდეგ. "ქართული ოცნების" პრემიერმინისტრი დღეს ჩვეული რიტორიკით და მონდომებით თავს ესხმოდა პოლიტიკურ ოპონენტებს და არაფერს, უფრო სწორედ ვერაფერს ამბობდა საკუთარი მთავრობის მიღწევებზე.

ინტერპელაციის წესით პარლამენტში მისული მინისტრთა კაბინეტის მეთაური დაუპირისპირდა ყველას - ქართულ ოპოზიციას, რუსეთთან ომში მყოფ უკრაინის ხელისუფლებას, ევროპელ და ამერიკელ მოკავშირეებს. და ამ დაპირისპირებაში ღარიბაშვილი მთავარ იარაღად კვლავ სიძულვილის ენას იყენებდა.

მთავრობის ლიდერს არგუმენტებიც ძველი და გაცვეთილი აღმოჩნდა. ღარიბაშვილი ქართველ ოპონენტებს ისევ წინა ხელისუფლების 9-წლიან მმართველობას უწუნებდა. უკრაინელები თავდასხმებსა და პროვოკაციებში დაადანაშულა; ამერიკელები მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნაში; ევროპარლამენტის ისტორიულ რეზოლუციას კი, რომელშიც ივანიშვილი ოლიგარქად არის დასახელებული, სამარცხვინო უწოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი